სხვა ჯიშის ძაღლები






ლაიკა (რუსЛайка) — პირველი ძაღლი, რომელიც გაშვებულ იქნა კოსმოსში დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე 1957 წლის 3 ნოემბერს. ამავე დროს, ლაიკა პირველი ცხოველია, რომელიც ორბიტაზე დაიღუპა. იმ დროისათვის ძაღლი დაახლოებით 2 წლის იყო და 6 კილოგრამს იწონიდა.
ლაიკას დაბრუნება დედამიწაზე არ იგეგმებოდა. იგი დაიღუპა ფრენის დროს ხომალდის გაშვებიდან 5-7 საათში სტრესისა და გადახურებისგან, თუმცა მანამდე გამოითქვა ვარაუდები, რომ იგი დაახლოებით ერთ კვირას გაძლებდა.[1][2].








ხასიათი. გერმანული ნაგაზი – ყველაზე ძლიერი და, მრავალი მეძაღლის მოსაზრებით, ყველაზე ჭკვიანი ძაღლია. იგი მამაცი, გონებამახვილი, პატრონის ოჯახის მიმართ არაჩვეულებრივად ერთგული ძაღლია, მეგობრულია ბავშვებთან, ადვილად იწვრთნება, ეჭვიანია უცხოებისადმი, ფხიზელი და ყურადღებიანია, უყვარს მუშაობა, აქვს თვითსწავლების შესანიშნავი უნარი. გამოყენება. გერმანული ნაგაზი არ არის მხოლოდ შესანიშნავი მწყემსი და დარაჯი საველე საქონლისათვის. ეს ძაღლები მამაცად იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს. ისინი მსახურობენ პოლიციაში (მათ კვალის აღება რამდენიმე დღის გასვლის შემდეგაც კი შეუძლიათ), ჯარში, მუშაობენ წითელ ჯვარში, მათ იყენებენ ადამიანთა საძებნად მიწისძვრებისა და ჩამოზვავებების დროს, იყენებენ მაშველთა როლში წყალში, მთებში, ხანძრების დროს. არ არის არაფერი ისეთი, რასაც ისურვებთ ძაღლისაგან და ამას არ გააკეთებს გერმანული ნაგაზი. იგი უბადლო პირადი მცველია თავისი შესანიშნავი დაცვითი რეფლექსისა და ელვისებრი შეტაკებების წყალობით.

No comments:

Post a Comment